შემწვარი ქათამი KFC-ის სტილში

შემწვარი ქათამი KFC-ის სტილში

ინგრედიენტები

250   გრამი ქათმის ფილე ან ბარკლები

ზეთი შესაწვავად

1   ცალი დიდი კვერცხი

3/4  ს/კ ლიმონის წვენი

1/4  ჩ/კ პილპილი

მწიკვი კურკუმა

1   ჩ/კ ნივრისა და კოჭას ნაზავი

1/2  ჩ/კ გამხმარი როზმარინი

1/4  ჩ/კ ხახვის ფხვნილი

1/4  ჩ/კ ნივრის ფხვნილი (სურვილისამებრ)

1/2  ჩ/კ პაპრიკა

მარილი გემოვნებით

2 1/2  ს/კ სიმინდის ფქვილი

ორცხობილას საფანელი ან დაფქული შვრია

მომზადებ

ათქვიფეთ კვერცხი და დროებით გადადგით.

ქათმის ფილე ან ბარკლები კარგად გარეცხეთ და დააწდეთ.

მოამზადეთ მარინადი ხორცისათვის : თასში აურიეთ ლიმონის წვენი, პილპილი, ნივრისა და კოჭას ნაზავი, მარილი, როზმარინი და პაპრიკა.

დაუმატეთ ფქვილი და ათქვეფილი კვერცხი. კარგად აურიეთ და ქათმის ნაჭრები მარინადში მოათავსეთ. შედგით მაცივარში სულ მცირე 45 წუთით.

ქათმის თითოეული ნაჭერი მარინადიდან ამოიღეთ და ორცხობილას საფანელში ამოავლეთ ან საფანელი მარინადშივე მოაყარეთ ხორცს და აურიეთ. ცოტა ხნით ასე გააჩერეთ. თუ ორცხობილას საფანელი არ გაქვთ, მაშინ შვრიის ფანტელი დააბლენდერეთ და საფანელის ნაცვლად გამოიყენეთ.

ცხელ ღრმა ტაფაზე დაასხით ბლომად ზეთი. წვით საშუალო ტემპერატურაზე გადაბრაწვამდე. მიირთვით ცხელი.