ცოტა ხნის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიას თან ახლავს იარის ხანგრძლივი შეხორცებაც.
ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტების ნაწილი დეპრესიაში იმყოფებოდა. მეორე ნაწილი კი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
სტუდენტები 360 დოლარის საფასურად დათანხმდნენ, რომ მათთვის პატარა ჭრილობა მიეყენებინათ.
მეცნიერები რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სტუდენტებს და ჭრილობების შეხორცების პროცესებს აკვირდებოდნენ.
ჯანმრთელ სტუდენტებს ჭრილობები საშუალოდ შვიდ დღეში შეუხორცდათ, ხოლო დეპრესიულებს გაცილებით მეტი ხანი დასჭირდათ.
ამ კვლევით ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დეპრესია არა მარტო სულიერ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.