დღეს დილით გამოცემამ „Soccerway” ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს, კლუბი „რომას“ შემტევს ფრანჩესკო ტოტის ინტერვიუ ჩამოართვა.
„სკუადრა აძურას“ ყოფილი თავდამსხმელის მტკიცებით, პროფესიულ საფეხბურთო კარიერას სამი წლის შემდეგ დაასრულებს.
„ამჟამად 36 წლის გახლავართ. ასაკის მიუხედავად ფეხბურთის თამაშით უწინდებურად დიდ სიამოვნებას ვღებულობ. გაგიკვირდებათ და ბუცების კედელზე დაკიდებას მხოლოდ სამი წლის შემდეგ ვგეგმავ.
იტალიის საფეხბურთო პირველობაზე 227 გოლი მაქვს გატანილი და ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა ჩამონათვალში საპატიო მეორე პოზიციაზე ვიმყოფება.
ჩემზე წინ ლეგენდარული მოთამაშე სილვიო პიოლაა. მის ანგარიშზე შეგდებული 274 ბურთია. მსურს პიოლას მიღწევა გავაუმჯობესო. ამ მიზნის მისაღწევად კიდევ რამდენიმე წელი დამჭირდება. როდესაც იტალიის პირველობაზე 275-ე გოლს გავიტან, დიდ ფეხბურთს საბოლოოდ დავემშვიდობები.“ - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.