ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ

ამერიკელი მსახიობი რედლი კუპერი და რუსი მოდელი ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ყოფილი ვარსკვლავური წყვილია, რომელთა ცხოვრებაც გამუდმებით უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხვდება.

ყოფილ ვარსკვლავურ წყვილს საერთო ქალიშვილი, ოთხი წლის ლეა ჰყავთ. შესაბამისად, ბრედლი და ირინა მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და გოგონას აღზრდაში თანაბარ მონაწილეობას იღებენ.

ამერიკელი მსახიობი და რუსი მოდელი ამჯერად პაპარაცებმა ქალიშვილის გარეშე, რამდენიმე საათის წინ მანჰეტენზე შენიშნეს.

როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, შესაძლოა წყვილი ურთიერთობის აღდგენაზე მუშაობდეს.

ირინა და ბრედლი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.