დი კაპრიომ 2010 წელს მილიარდი დოლარი გააკეთა

დი კაპრიომ 2010 წელს მილიარდი დოლარი გააკეთა

რამდენიმე დღში გავაცილებთ 2010 წელს. ახლა ის დროა, როდესაც მთელს მსოფლიოში ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანები განვლილ წელს ციფრებითა და სტატისტიკურად აფასებენ. მათ შორის გამონაკლისი რა თქმა უნდა არც ამერიკული კინომატოგრაფიაა, სადაც ყველაზე მეტი ფული ტრიალებს.

 

წლის განმავლობაში, ამერიკელ მსახიობებსა და რეჟისორებს შორის ყველაზე მეტი ფული, ცნობილმა მსახიობმა – ლეონარდო დი კაპრიომ ჩაიჯიბა. სპეციალისტების აზრით, ფილმებში  – Shutter Island" და "Inception" მონაწილეობით ყველაზე მეტი მოგება მოიტანა. შემოსავალმა ამ ორი ფილმისგან მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

 

ამ სიაში მეორე და მესამე ადგილებზე მია ვასიკოვსკა და ჯონი დეპი არიან, წლის ნამძილზე უპოპულარულესი  ფილმით - “ალისა სასწაულების ქვეყანაში“. ამ ფილმის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს მიაღწია. მეოთხე იღბლიანი მსახიობი, რომელსაც მაღალი მოგება მოაქვს, რობერტ დაუნი-უმცროსია ფილმით “რკინის კაცი 2” და შემოსავლით 800 ათასი დოლარი.