ახალი თაობის გამორჩეული ხმა, „ინტერნეტ მეგა-პოპულარობის ავატარი“ – ბილი აილიში არის 19 წლის ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც განსხვავებული ხერხებით ცდილობს მრავალფეროვნების მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციას, რათა სილამაზის თანამედროვე სტანდარტების არსებობისა და სხეულის განსხვავებული ფორმების ქონის მიუხედავად, ადამიანებმა თავი მაქსიმალურად თავისუფლად, კომფორტულად და სასურველად იგრძნონ.
ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიის პარალელურად ცდილობს ადგილი სილამაზის ინდუსტრიაშიც დაიმკვიდროს.
ახალგაზრდა შემსრულებელი საკუთარი სუნამოს ხაზს უშვებს სახელწოდებით Eilish, რომელიც გაყიდვაში 10 ნოემბრიდან ჩაეშვება.
“ძალიან აღელვებული ვარ, მიხარია, რომ საბოლოოდ გიზიარებთ ჩემს სადებიუტო სუნამოს “Eilish”. ეს არის სურნელი, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი. ეს არის ჩემი საყვარელი სუნი მთელს მსოფლიოში. ზოგადად, სუნამოები ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და არსებობის უზარმაზარი ნაწილი, ყოველთვის ოცნებად მქონდა საკუთარი სურნელის შექმნა და იდეების რეალიზება. ერთი სული მაქვს Eilish თქვენს ხელებში როდის მოხვდება.”