რატომ ადარებენ ტეილორ სვიფტს პრინცესა დაიანას: ვარსკვლავის ჩაცმულობამ სოციალური მედია აალაპარაკა

რატომ ადარებენ ტეილორ სვიფტს პრინცესა დაიანას: ვარსკვლავის ჩაცმულობამ სოციალური მედია აალაპარაკა

ამერიკელი მომღერალი და ტექსტების ავტორი ტეილორ სვიფტი გასულ საღამოს Late Night with Seth Meyers შოუს ესტუმრა.

ვარსკვლავმა გადაცემისთვის დევიდ კომას “პატარა შავი კაბა” მოირგო, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

როგორც უცხოური ტაბლოიდები, ასევე ტეილორ სვიფტის გულშემატკივრების მომღერლის ჩაცმულობას პრინცესა დაიანას ადარებენ. სამეფო ოჯახის წევრის ეგრეთწოდებული „შურისძიების კაბა” – Revenge Dress, რომელიც ბერძენმა დიზაინერმა Christina Stambolian-იმ შექმნა.