ლეონარდო დიკაპრიომ ნამდვილად საშიში მტერი შეიძინა! ცოტა ხნის წინ ინტერნეტი ვიდეომ მოიცვა, რომელშიც ჯეფ ბეზოსის შეყვარებული ლორენ სანჩეზი მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ესაუბრება. ვიდეოში ლორენმა ლეონარდოს წამით ხელიც შემოხვია.
ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ლეონარდოს ხალხმა ხუმრობით სხვების შეყვარებულების ქურდიც კი შეარქვეს. როგორც ჩანს, ხუმრობებმა თავად ჯეფ ბეზოსამდეც მიაღწია. ამაზონის მფლობელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ვიდეოს თავადაც ხუმრობით უპასუხა და ლეონარდოს "მუქარის" წერილი გაუგზავნა:
"ფრთხილად, ციცაბო კლდე. სასიკვდილო ვარდნის საშიშროება" — აწერია გამაფრთხილებელ ნიშანს, რომელთან ერთადაც ბეზოსმა ფოტო გამოაქვეყნა
"ლეო, მოდი აქა, რაღაც უნდა გაჩვენო", — ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
როგორც ჩანს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს კარგი იუმორიც ჰქონია. ლორენ სანჩეზის "გასამართლებლად" კი იმას ვიტყვით, რომ ნამდვილად რთულია, ლეონარდო დიკაპრიოთი არ მოიხიბლო!