აშშ-ში, ლუიზიანის შტატში მცხოვრება 105 წლის ჯულია ჰოკინსმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში სპრინტერულ დისტანციაზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. The Guardian-ის ცნობით, ჰოკინსმა 100-მეტრიანი მანძილი 62,95 წამში დაფარა.
რეკორდის დამყარების მიუხედავად ჰოკინსი თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ 100 მეტრის 1 წუთში დაფარვას გეგმავდა.
„ასაკოვანი ადამიანების თამაშებზე“ (Senior Games) ჯულია ჰოკინსი 80 წლის ასაკიდან ასპარეზობს. მან ველორბოლაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა შემდეგ სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობა დაასრულა, ვინაიდან მის ასაკობრივ კატეგორიაში არცერთი მეტოქე აღარ დარჩა.
100 წლის ასაკში ჯულია ჰოკინსი სპრინტერი გახდა. 2017 წელს მან 100 მეტრი 39,6 წამში გაირბინა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდს წარმოადგენდა. მოგვიანებით მისი რეკორდი სხვა სპრინტერმა მოხსნა, რის შემდეგაც ჯულია ჰოკინსმა რეკორდის დამყარება 105+ კატეგორიაში გადაწყვიტა და დასახულ მიზანს მიაღწია.