ამერიკელმა პოლკოვნიკმა სპარკი რენფორტმა 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ფრიდონ ტერელაძეს სამახსოვრო დაფა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ავღანეთში, ბაზა "ლეზერნეკზე" გაიმართა. ვიცე-პოლკოვნიკმა ტერელაძემ ჯილდო ქართული სამხედრო კონტიგენტის მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.
"თქვენი გამორჩეული მსახური და თავდადება კიდევ დიდხანს მოახდენს გავლენას ავღანეთის მომავალზე და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და ქართული არმიის პარტნიორობაზე"- განაცხადა პოლკოვნიკმა რენფორტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ამერიკელმა მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების როლი, დაეხმარონ ავღანეთის არმიას და პოლიციას თავად უზრუნველყონ უსაფრთხოება ჰელმანდის პროვინციაში. III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა და ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. ბატალიონი ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ იღებდა მონაწილეობას. აპრილში, 32-ე ბატალიონი როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.