ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიყვარულს ნამდვილად შეუძლია სერიოზული ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რომანტიკული ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.
სიყვარულის დროს თვალის გუგები გაფართოებული, ხელის გულები მუდამ ოფლიანი, ხოლო პულსი მომატებულია. სისხლის მიმოქცევის სისტემაში ადრენალინის დონეც საგრძნობლად მომატებულია. მსგავსი სიმპტომებით გამოიხატება დაავადება, რომელიც, მაგალითად, სამსახურში სტრესთან არის დაკავშირებული.
შეყვარებული და მერე მიტოვებული ადამიანები გრიპის ვირუსით ხშირად ავადდებიან, რადგან მათი იმუნური სისტემა ძალიან დაზიანებულია.
განშორება კი ყველაზე ხშირად გულის დაავადებებს იწვევს. ეს კონკრეტულად როგორ ხდება, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ ცნობილია, რომ მეუღლის გარდაცვალებიდან ნახევარ წელში ხშირად მეორე ნახევრებიც იღუპებიან და ამის ალბათობა თითქმის 50 პროცენტია.
ამასთანავე, მამაკაცები უფრო სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ქალები.