45 წლის ამერიკელი მსახიობის მილა იოვოვიჩის უფროსი ქალიშვილი, 14 წლის ევერ ანდერსონი მოდის ინდუსტრიაში საკუთარ ადგილს უკვე იმკვიდრებს, თუმცა არა როგორც ჰოლივუდის საკულტო მსახიობის შვილი, არამედ როგორც დამწყები, თუმცა პერსპექტიული მოდელი.
ევერ ანდერსონთან ამჯერად Miu Miu-მ ითანამშრომლა.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პირველი წარმატებული კამპანია გოგონას სამოდელო კარიერის დასაწყისში უკვე შედგა.