სამხრეთკორეული სერიალი „კალმარის თამაშის“ რეჟისორმა, ჰვან დონ-ჰეკმა სერიალის გაგრძელება დაადასტურა.
„მეორე სეზონთან დაკავშირებით ისეთი ზეწოლა, მოთხოვნა და დიდი სიყვარული იყო, რომ ვგრძნობ, რომ არჩევანს არ გვიტოვებთ. მეორე სეზონის იდეა ახლა ჩემს თავში ტრიალებს. ამჟამად დაგეგმვის პროცესში ვარ. ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა, როდის და როგორ მოხდება ეს, თუმცა გპირდებით, რომ სონგ გი-ჰუნი დაბრუნდება და ის მსოფლიოსთვის რაღაცას გააკეთებს“, - აღნიშნა ჰვან დონ-ჰეკმა სააგენტო The Associated Press-თან საუბარში.
სამხრეთკორეული სერიალი „კალმარის თამაში“ (Squid Game) Netflix-ის მორიგი სენსაცია გახდა. სისხლიანი დრამა მსოფლიოს 90 ქვეყანაში სტრიმინგის ჩარტის სათავეში სულ რაღაც ნახევარ თვეში მოექცა.