People-მა წლის ყველაზე სექსუალური კაცი დაასახელა

People-მა წლის ყველაზე სექსუალური კაცი დაასახელა

ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალურ კაცად პოლ რადი დაასახელა. 52 წლის ამერიკელი მსახიობი Marvel-ის კინოსამყაროში ადამიანი-ჭიანჭველას როლის შესრულებით არის ცნობილი.

ჟურნალთან ინტერვიუში რადმა აღნიშნა, რომ თავისი ახალი ტიტულის შესახებ წინასწარ მხოლოდ ცოლს უთხრა: „გაოცებული იყო, მაგრამ ეს ამბავი ძალიან საყვარლად მიიღო. სიცილის შემდეგ მითხრა: „ო, მათ ყველაფერი სწორად გაიგეს“. სავარაუდოდ ტყუილი თქვა, მაგრამ სხვას რას მეტყოდა?“ - თქვა მსახიობმა.

რადი აცხადებს, რომ ესმის, რომ ბევრს გამოცემის გადაწყვეტილება გააკვირვებს. შარშან People-მა წლის ყველზე სექსუალურ კაცად მსახიობი მაიკლ ბი ჯორდანი დაასახელა.