საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მისთვის მთავარია რომ დღეს ხელისუფლებამ სასამართლო პროცესს სააკაშვილი დაასწროს.
გიული ალასანია აცხადებს, რომ თუ სასამართლო პროცესს სააკაშვილი დაესწრება, ამ შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
„ჩემთვის მთავარია, რომ სასამართლო პროცესზე ჩემი შვილი იყოს. თუ იქნება პროცესზე ჩემი შვილი დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
თუ არ გამოაჩენენ, პროცესს თუ არ დაასწრებენ, თუ პირდაპირ მოკლავენ ეს სხვა ისტორიაა. თუ სასამართლო იქნება, იქ უნდა იყოს ვინც არის ბრალდებული“, - განაცხადა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.