როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი + 6 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც წვიმაა მოსალოდნელი +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

+11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

გუდაურში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნაწილობრივ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რუსთავში უმეტესად წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.