მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს, - ამის შესახებ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს დასწრებას და ძალიან მაინტერესებს, უარს როგორ ეტყვის ციხის ადმინისტრაცია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ხვალ, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.