საინფორმაციო სივრცეში ახალი სააგენტო “გურია თაიმსი” გამოჩნდა. სააგენტოს ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კანდიდატებთან, ვინც სააგენტოს უხელმძღვანელებს, უახლოეს დღეებში დასრულდება.
“გურია თაიმსი” (Guria Times) საინფორმაციო სააგენტო ხდება და ვებ-გვერდზე www.guriatimes.ge განთავსდება.
„ახალი თაობის მოხალისე ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან თანამშრომლობაც აქტიურ ეტაპზე გადადის, - დაიწყო აპლიკაციების მიღება კონტრიბუტორების შესარჩევად, ვინც ჩვენი მედიისთვის დამატებით რეპორტაჟებს მოამზადებს. დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ მისამართზე: info@guriatimes.ge
გვსურს ჩვენს 7000-ზე მეტ მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ!“ - ნათქვამია სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.