გიორგი ბარამიძე: ვიბრძვით არაძალადობრივად, რათა მშვიდობიანი რევოლუცია ლოგიკურად მივიყვანოთ ბოლომდე

გიორგი ბარამიძე: ვიბრძვით არაძალადობრივად, რათა მშვიდობიანი რევოლუცია ლოგიკურად მივიყვანოთ ბოლომდე

ამ ქვეყნის ბატონ-პატრონია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მომხრეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

გიორგი ბარამიძე მომხრეებს მშვიდობიანი ბრძოლისკენ მოუწოდებს. „ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ამიტომ, ვიბრძვით ბოლომდე მშვიდობიანად, არაძალადობრივად, მაგრამ პერმანენტულად საჭირო იქნება მშვიდობიანი რევოლუციის ლოგიკურად ბოლომდე მიყვანა, იმისთვის რომ ქვეყანაში ჩატარდეს ევროკავშირისა და ჩვენი მეგობრების ძალიან სერიოზული დაკვირვებით ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ბარამიძემ.

amo მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არ გამოდის, შეიგნეთ ა რ გ ა მ ო დ ი ს და თქვენი მოსვის გულისთვის არც გამოვა!
3 წლის უკან