ხოშტარიას მოწამვლის სცენარი აბსოლუტურად დამაჯერებელია, ყოველ შემთხვევაში, არ გამიკვირდება, რომ ეს გეგმა არსებობდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მოტივირებული და მონდომებულია, რომ მეტი დრამატიზმი შემატონ სურათს და ამით ხელი მოითბონ. მათ რომ ამის სურვილი აქვთ, ეს არის ფაქტი და მე მგონი, ამაზე კამათი არც ღირს. საკუთარ მომხრეებშიც კი აქვთ ასეთი რეპუტაცია. შესაბამისად, მგონია, რომ ხოშტარიას მოწამვლის სცენარი აბსოლუტურად დამაჯერებელია, ყოველ შემთხვევაში, არ გამიკვირდება, რომ ეს გეგმა არსებობდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა.