ვახტანგ მეგრელიშვილი: განცხადება ხოშტარიას შესაძლო მოწამვლაზე ჰგავს პოლიტიკურ ბრძოლას - არა იმას, რომ მისი სიცოცხლე გვაღელვებს, არამედ პოლიტიკურ ბრძოლას

ვახტანგ მეგრელიშვილი: განცხადება ხოშტარიას შესაძლო მოწამვლაზე ჰგავს პოლიტიკურ ბრძოლას - არა იმას, რომ მისი სიცოცხლე გვაღელვებს, არამედ პოლიტიკურ ბრძოლას

ვახტანგ მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამვლის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები არასერიოზულად გამოიყურება.

„ეს ყველაფერი ჰგავს პოლიტიკურ ბრძოლას - არა იმას, რომ ელენე ხოშტარიას სიცოცხლე გვაღელვებს და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის რამე გავაკეთოთ, არამედ კვლავ პოლიტიკურ ბრძოლას ჰგავს - როგორ დავადანაშაულოთ, გავაშავოთ კვლავ ჩვენი მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი გამოიყურება საოცრად არასერიოზულად და საოცრად საშიშად“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა.

ილია ამას რომ ვინმეს არასერიოზულობა გაუკვირდება!
3 წლის უკან