დავით ბაქრაძე: ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით, სისხლითა და რევოლუციებით

დავით ბაქრაძე: ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით, სისხლითა და რევოლუციებით

„ქართული ოცნება“ აგრძელებს საზოგადოების დაზაფვრას და დაშინებას და ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, ეს არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით, სისხლით, რევოლუციებით, მკვლელობებით, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„ეს არის გუნდი, რომელსაც არ შეუძლია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, კარგზე ლაპარაკი და საზოგადოებისთვის გაკეთებული საქმის შეთავაზება, ამიტომ ერთადერთი, რითაც ინარჩუნებენ ხელისუფლებას, არის სწორედ ადამიანების მუდმივი შიშის რეჟიმში ყოლა. ეს გაგრძელდა დღესაც, როცა კიდევ ერთი მცდელობა ვნახეთ საზოგადოების დაზაფვრის, რომ ვიღაცა ვიღაცის მოკვლას აპირებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.