ირაკლი ლატარია: ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტეები 

ირაკლი ლატარია: ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტეები 

,,ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტებანი და გეგონებათ მათ დროს არ იგეგმებოდა და შემდეგ სისრულეში არ მოჰყავდათ წამებები, მკვლელობები, გატაცებები, ზღვაში ჩახრჩობები, აფეთქებები და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი რამ.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე ოპოზიციის გამოხმაურებას. 

,,ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტებანი და გეგონებათ მათ დროს არ იგეგმებოდა და შემდეგ სისრულეში არ მოჰყავდათ წამებები, მკვლელობები, გატაცებები, ზღვაში ჩახრჩობები, აფეთქებები და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი რამ.....

თუმცაღა რა უნდა გაგვიკვირდეს ამათგან? მეგის ქარდავა, რომ იქნება საპატიმროში და ამ დროს, პატიმართა უფლებების დაცვაზე საუბრობენ ახალაიების დამცველნი, იქ რაიმე ჯანსაღ და ნამუსიან პოლემიკაზე საუბრის შეფასება უფრო წარმომიდგენია ფსიქიატრების პრეროგატივა და არა რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენელთა!’’ - წერს facebook - ზე ირაკლი ლატარია.

rolandinio დროა ყველაფერს მშვიდად შევხედოთ: ხელისუფლებამ თავისი საქმე აკეთოს და პარტიულ კინკლაობას მოეშვას და ყველაფერი თავისით მოგვარდება ამ სიმშვიდით ისინი უფრო ინერვიულებენ და შეცდომებსაც დაუშვებენ: გიჟი უნდა მიუშვა...
3 წლის უკან