ნიუ-იორკში, თეატრის კედელში, შიშველი კაცი იპოვეს

ნიუ-იორკში, თეატრის კედელში, შიშველი კაცი იპოვეს

ამერიკელ მაშველებს ნიუ-იორკში, თეატრში, კედლის ნაწილის მონგრევა მოუწიათ იმისთვის, რომ იქიდან კაცი გამოეყვანათ, - ამის შესახებ BBC წერს.

სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც თეატრის ერთ-ერთ თანამშრომელს ხმა მოესმა, როგორ ითხოვდა კედლიდან ვიღაც შველას.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაცი თეატრის შენობაში გასათბობად და მამაკაცების აბაზანაში საბანაოდ იპარებოდა. ის შიშველი იპოვეს და ვარაუდობენ, რომ კედლის ცარიელ სივრცეში სწორედ სააბაზანოდან ჩავარდა. კაცს ამ სივრცეში 2 დღის გატარება მოუწია.

პოლიცია ამბობს, რომ სავარაუდოდ, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რის გამოც, არ აპირებენ მის პასუხისგებაში მიცემას ან ვინაობის გასაჯაროებას. კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.