მარილია მენდონსა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაზილიელი მომღერალი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად, დაიღუპნენ მისი ბიძა, პროდიუსერი და ეკიპაჟის ორი წევრი, - ამის შესახებ BBC წერს.
ორი შვილის დედა, 26 წლის მომღერალი კარატინგაში, კონცერტის გასამართად მიფრინავდა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ემზადებოდა კერძო თვითმფრინავში ასასვლელად.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.