ჯორჯ კლუნი მედიას სთხოვს, არ გამოაქვეყნოს მისი შვილების ფოტოები, რათა ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას

ჯორჯ კლუნი მედიას სთხოვს, არ გამოაქვეყნოს მისი შვილების ფოტოები, რათა ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას

ამერიკელმა მსახიობმა, ჯორჯ კლუნმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მედიასაშუალებებს სთხოვს, არ გამოაქვეყნონ ფოტოები, რომლებზეც მისი შვილების სახეებია გამოსახული, - ამის შესახებ BBC წერს.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ბავშვების სახეების გამოჩენა მათ საფრთხეს უქმნის, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს მისი მეუღლის პროფესია. ამალ კლუნი ადამიანის უფლებების დამცველია.

კლუნი ამბობს, რომ მკაცრად იცავენ ბავშვების უფლებებს და სოციალურ ქსელში რეგისტრაციისა და მათი ფოტოების გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ.

„საჯარო ფიგურა ვარ, ჩემი საქმიანობის საზღაურს ვიხდი, როცა მუდმივად ქვეყნდება ჩემი ფოტოები, მაგრამ ჩვენს შვილებს ასეთი ვალდებულება არ აქვთ. ჩემი მეუღლის საქმიანობაა, პასუხისგებაში მიეცნენ ტერორისტული დაჯგუფებები და მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ, დავიცვათ ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება. ვერ დავიცავთ საკუთარ შვილებს, თუ მათი სახეები გარეკანებზე იქნება გამოქვეყნებული. ჩვენ არასდროს გაგვიყიდია ჩვენი შვილების ფოტოები, არც სოციალურ მედიაში ვართ და არც მათ ფოტოებს ვპოსტავთ, რადგან ამის გაკეთება მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ვიმედოვნებთ, დაგვეთანხმებით, რომ რეკლამის გაყიდვის საჭიროება არაა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვიღაცის მიერ უდანაშაულო ბავშვების მიზანში ამოღება“, - წერს კლუნი.

ჯორჯ და ამალ კლუნები 2014 წელს დაქორწინდნენ. 2017 წელს მათ ტყუპი შეეძინათ.