აშშ-ის ქალაქ დალასში ორი დღის განმავლობაში ასობით კონსპიროლოგი გარდაცვლილი ჯონ კენედისა და მისი შვილის გამოჩენას ელოდებოდა, რომლის შესახებაც მოძრაობა QAnon-ის წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი.
წინასწარმეტყველება საკმაოდ ბუნდოვანია, ამიტომ ყველა კონსპიროლოგი რაღაც განსხავავებულს ელოდებოდა. ერთი ნაწილი ეზმადებოდა ჯონ კენედი-უმცროსის დაბრუნებისთვის, რომელიც 1999 წელს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. QAnon-ის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ავიაკატასტროფაში ჯონ კენედის-უმცროსის გარდაცვალება ინსცენირებული იყო ჰილარი კლინტონის მოტყუების მიზნით, ახლა კი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპთან ერთად ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება და ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
QAnon-ის მომხრეების ნაწილი უმცროს კენედისთან ერთად მისი მამის, ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებასაც ელოდებოდა, რომელიც ასევე სასწაულებრივად გადარჩა და ამ დრომდე არსად გამოჩენილა. მათივე გათვლებით, 1963 წელს მოკლულ ჯონ კენედის ასევე დონალდ ტრამპისთვის უნდა დაეჭირა მხარი.
სასწაული არ შედგა: QAnon-ის მომხრეებს ხელში მხოლოდ ჟურნალისტები შერჩათ.