მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა სანაპიროზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია 2 ადამიანი

მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა სანაპიროზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია 2 ადამიანი

მექსიკაში, საკურორტო ქალაქ კანკუნში, სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად, ნარკოტიკის რეალიზაციაში ეჭვმიტანილი ორი პირია მოკლული, - ინფორმაციას BBC პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ცდილობს ხალხი ახლომდებარე სასტუმროსთვის თავის შეფარებას.

თვითმხილველი ჰყვება, რომ დამსვენებლები სანაპიროზე ფრენბურთს თამაშობდნენ, როცა შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.