თურქეთში, ძაღლი გარდაცვლილი პატრონის საფლავს ყოველდღე სტუმრობს

თურქეთში, ძაღლი გარდაცვლილი პატრონის საფლავს ყოველდღე სტუმრობს

92 წლის ომერ გიუვენმა ქუჩაში მცხოვრები ძაღლი 11 წლის წინ შეიფარა და მას „ფერო“ დაარქვა. კაცი ერთი კვირის წინ დაკრძალეს და „ფერო“ მისი საფლავის ყველაზე ხშირ სტუმრად იქცა, - ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ძაღლი პატრონს დაკრძალვის დროსაც არ მოშორებია და საფლავის თავთან იჯდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, საფლავზე მისული ძაღლისთვის არაერთხელ შეუნიშნავთ სველი თვალები.