შოკოლადის ტარტი ცხობის გარეშე

შოკოლადის ტარტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

24   ცალი ორეოს ორცხობილა

4   ს/კ გამდნარი კარაქი

170   გრამი მომწარო შოკოლადი

170   გრამი რძიანი შოკოლადი

1   ჭიქა სქელი ნაღები

1/4  ჭიქა დაჭრილი კარაქი

მომზადებ

ქერქის გასაკეთებლად: ორეოს ორცხობილები ფხვიერი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. გადაიტანეთ საშუალო თასში, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად შეურიეთ. მიღებული ნაზავი 23 სმ ზომის ტარტის ლანგრის ძირზე და კიდეებზე კარგად დაპრესეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით, ან შოკოლადის განაშის მომზადებამდე.

შოკოლადის შიგთავსის მოსამზადებლად: საშუალო ზომის ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ პატარებად დაჭრილი მომწარო და რძიანი შოკოლადი. პატარა ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე აადუღეთ ნაღები და კარაქი. გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით შოკოლადს. გააჩერეთ 1 წუთით. კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. (თუ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება, შეგიძლიათ, გაზქურაზე მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე ჯამით შემოდგათ და გადნობამდე ურიოთ). მიღებული ნაზავი მოასხით ორეოს ქერქს და მაცივარში გამყარებამდე, სულ მცირე 4 საათით შედგით. უმჯობესია თუ 6 საათით გააჩერებთ.

ტარტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 4 დღის განმავლობაში.