გუშინ გამოცემამ „Sunday Times” გამოაქვეყნა ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების მორიგი ჩამონათვალი.
ამ სიის პირველი საფეხური კვლავ სერ პოლ მაკარტნიმ დაიკავა. მისი ქონება დაახლოებით 680 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული. (მხედველობაში მიიღება სერ პოლისა და მისი მეუღლე ნენსი შეველის ერთობლივი ქონება).
საინტერესოა, რომ ამ ჩამონათვალს მაკარტნი 1989 წლიდან უდგას სათავეში. იმ წელს ჯგუფი „The Beatles”-ის წევრის საბანკო ანგარიშები „მხოლოდ“ 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეიცავდა.
ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების სიის მეორე პოზიცია კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ უებერს უკავია. მისი ქონება 620 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.
მესამე ადგილზე, 520 მილიონი გირვანქა სტერლინგით ირლანდიული ჯგუფი „U2“ განთავსდა.
ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Sir Paul McCartney and Nancy Shevell - £680m
2. Andrew Lloyd Webber - £620m
3. U2 - £520m
4. Sir Elton John - £240m
5. David and Victoria Beckham - £200m
6. Sir Mick Jagger - £200m
7. Michael Flatley - £191m
8. Keith Richards - £185m
9. Olivia and Dhani Harrison - £180m
10. Sting - £180m