ალესანდრო მიკელემ იტალიური მოდის სახლის “გუჩის” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის Ready-To-Wear კოლექცია ლოს ანჯელესის ქუჩებში წარადგინა. როგორც ყოველთვის, ჩვენებამ ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეშე არ ჩაიარა, თუმცა მაყურებელმა საკულტო მსახიობები ამჯერად არა შოუს წინა რიგებში, არამედ პოდიუმზე იხილა.
ეკრანებზე 24 ნოემბერს რიდლი სკოტის ფილმი The House of Gucci – “გუჩის სახლი” გამოვა, იტალიური მოდის სახლის ხელმძღვანელის მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გადაღებული კრიმინალური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯერემი აირონსი და ჯარედ ლეტო ასრულებენ.