რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული და ის არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ჰქონდა მკაფიო პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია არის სამართლიანიც. ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას კვლავ არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.