პრეზიდენტს არავინ სთხოვს გაარკვიოს, ვინაა დამნაშავე და ვინ არა, ის არ არის მოსამართლე, მას აქვს დისკრეციის უფლება, რომ შეიწყალოს ყველა ადამიანი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, არის გარკვეული კითხვები - ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ რომელმა? მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ?! პრეზიდენტს არავინ სთხოვს გაარკვიოს, ვინაა დამნაშავე და ვინ არა, ის არ არის მოსამართლე, მას აქვს დისკრეციის უფლება, რომ შეიწყალოს ყველა ადამიანი“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას კვლავ არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული