ესპანეთში სასამართლომ ყოფილ მეუღლეებს ძაღლზე საერთო მეურვეობა დააკისრა 

ესპანეთში სასამართლომ ყოფილ მეუღლეებს ძაღლზე საერთო მეურვეობა დააკისრა 

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სასამართლომ ყოფილ მეუღლეებს ძაღლზე საერთო მზრუნველობა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ორივე მეუღლე თანაბარ პასუხისმგებლობას ატარებს და თანაბრად ზრუნავს ოთხფეხა მეგობარზე. შესაბამისად, ისინი არა ძაღლის თანამესაკუთრეები, არამედ თანამეურვეები გახდნენ.

მოსარჩელის ადვოკატმა, ლოლა გარსიამ გადაწყვეტილებას ნოვატორული უწოდა. მან წარუდგინა მოსამართლეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ძაღლი ოჯახში აიყვანეს, ფინანსური ანგარიშები ვეტერინარული კლინიკიდან და ძაღლთან გადაღებული ფოტოები. მოსამართლემ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოსარჩელესა და ძაღლს შორის ემოციური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უწოდა და გადაწყვიტა, რომ ძაღლი ყოფილ მეუღლეებთან 1-1 თვე იცხოვრებს.

ახლა ესპანეთში მზადდება კანონპროექტი, რომელიც შინაურ ცხოველებს ოფიციალურად აღიარებს არა საკუთრებად, არამედ ცოცხალ არსებებად. ეს საშუალებას მისცემს მეუღლეებს, დაშორების შემდეგ შინაურ ცხოველებზე საერთო მეურვეობა მოითხოვონ.