გია გაბრიჭიძე ფადი ასლის: არ მოგწონს? დაახვიე და სადაც გინდა იქ შეიტანე შენი ქათმის ბარკლები

გია გაბრიჭიძე ფადი ასლის: არ მოგწონს? დაახვიე და სადაც გინდა იქ შეიტანე შენი ქათმის ბარკლები

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის წერილს ექსპერტი გია გაბრიჭიძე Facebook-ში ეხმიანება.

არ დავიწყებ იმ სისულელეების განხილვას, რაც მან დაწერა. უბრალოდ ვიტყვი - არ მოგწონს? დაახვიე და სადაც გინდა იქ შეიტანე შენი ქათმის ბარკლები - წერს გია გაბრიჭიძე.

„ვინმე ფადი ასლი ღარიბაშვილს უსტარს უგზავნის - საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცვლილებების, რეფორმებისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი და შუქურა იყო, პოსტ-საბჭოთა დროის ბუნდოვან და წარუმატებელ რესპუბლიკას ემსგავსება.

კრიმინალმა შევარდნაძის დროინდელ ნიშნულს მიაღწია; დღე არ გავა, რომ ვიღაც არ მოკლან ან დაჭრან. მხოლოდ ბოლო სამ თვეში, ხუთი უცხოელი მოკლეს; ხალხი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს და ზოგიერთ უბანში ღამით სიარულიც კი საშიში გახდა.

ეკონომიკა ნაწილებად დაიშალა; საქართველოს მშპ დოლარში 2012 წლის ნიშნულამდე დაეცა; ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის შემდეგ ქვეყანას იმაზე მეტი დოვლათი არ შეუქმნია, ვიდრე წინა მთავრობისგან მიიღეთ.

ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდი უდაოდ ყველაზე უარესია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უცხოელი ინვესტორებისთვის. ვერც კი ჩამოვთვლი რამდენი უცხოელი ინვესტორი იქნა შევიწროებული, მოტყუებული და რეკეტირებული თქვენი მთავრობის მიერ. არ დავიწყებ იმ სისულელეების განხილვას, რაც მან დაწერა. უბრალოდ ვიტყვი - არ მოგწონს? დაახვიე და სადაც გინდა იქ შეიტანე შენი ქათმის ბარკლები.  არ გამომივიდა საქართველოზე მზრუნველი ეს მართლა „ასლი“ ესა“ - წერს გია გაბრიჭიძე.