ილჰამ ალიევი: მზად ვართ, მოლაპარაკებები დავიწყოთ და სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ, თუმცა სომხეთისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია

ილჰამ ალიევი: მზად ვართ, მოლაპარაკებები დავიწყოთ და სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ, თუმცა სომხეთისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია

აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და საზღვრების დემარკაციაზე მუშაობის დაწყების შეთავაზებებზე სომხეთისგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

„აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა. ჩვენ არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გვსურს საუბარი. ასევე შევთავაზეთ საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის დაწყება. თუმცა, სამწუხაროდ, პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი მაქსიმალურ კონსტრუქციულობას იჩენს.

„მომავალში უნდა ვიყუროთ. გვსურს, რომ ჩვენი მომავალი უსაფრთხო, პროგნოზირებადი და ფართომასშტაბური თანამშრომლობისთვის მზად იყოს. ჩვენი პოზიცია მკაფიოა. მზად ვართ, მოლაპარაკებები დავიწყოთ და სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ, თუმცა როგორც ხედავთ, სომხეთისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.