ლევან იოსელიანი: პრეზიდენტის პოზიცია ყველა იმ პროცესში, რომელიც მან ჩამოთვალა, სახელმწიფოებრივი იყო

ლევან იოსელიანი: პრეზიდენტის პოზიცია ყველა იმ პროცესში, რომელიც მან ჩამოთვალა, სახელმწიფოებრივი იყო

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პარლამენტის წევრი, აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას. ის იყო სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა იმ პროცესში, რომელიც მან ჩამოთვალა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით მისი პოზიცია ცნობილია და იღებს გადაწყვეტილებას ისე, როგორც იღებს.

ამასთან, ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილის სხვა განცხადებებიც განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებას სწორი აქცენტები წარუდგინა.

„დანარჩენი ყველა პუნქტი არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დაწყებული პანდემიიდან და ის გამოსავალი, რაც მან შესთავაზა საზოგადოებას, ჩემი აზრით, არის სასწრაფოდ გასატარებელი, ვგულისხმობ, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას, ასევე კოვიდპასპორტების შემოღებას“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ასევე, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაცია მნიშვნელობანი პრობლემაა.

გამოწვევა არის მართლა პოლარიზაცია და გამოწვევა არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ამ შენობაში, რომელიც იქნება გადადგმული ნაბიჯი პოლარიზაციის დასრულებისკენ. არის საკითხები, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ყველა თანხმდება, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის გასატარებელი. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და ვიმედოვნებდი, ამ საკითხით დაგვეწყო და გაგვეგრძელებინა მუშაობა პარლამენტში და ის პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტში იმყოფებიან, მოსულიყვნენ და მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. პოლარიზაციის დასრულება პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის შეწყალებასთან? სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩანს, ასე არ თვლის“, – განაცხადა იოსელიანმა.