ხათუნა ზახაშვილი: ახლა არის დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ საზოგადოებას ვაქცინაციაზე

ხათუნა ზახაშვილი: ახლა არის დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ საზოგადოებას ვაქცინაციაზე

ახლა არის დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ საზოგადოებას ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილიმა განაცხადა.

„როდესაც ადამიანებს აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, მათ უჩნდებათ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შიში. აცრა არ მოიცავს ამგვარ რისკებს, ამიტომ მათ თამამად შეუძლიათ ჩაიტაროს ვაქცინაცია. სიტუაციის გაუმჯობესება გადის ვაქცინაციაზე“, - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა: რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდპასპორტის შემოტანა დაწესდეს, აუცრელი ადამიანებისთვის კი მკურნალობა ფასიანი გახდეს.