თემურ ჭყონია რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: საქართველოს სავაჭრო სანქციები, ჩემი აზრით, არ უნდა დაეწესებინა, არაეფექტური იქნებოდა

თემურ ჭყონია რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: საქართველოს სავაჭრო სანქციები, ჩემი აზრით, არ უნდა დაეწესებინა, არაეფექტური იქნებოდა

„იმედის კვირამ“ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საუბარი სხვა თემებთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ზეწოლას, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემას და შესაძლო ეკონომიკურ ზარალსაც შეეხო.

„საქართველოს სავაჭრო სანქციები ჩემი აზრით, არ უნდა დაწესებინა, არაეფექტური იქნებოდა. ეს იქნებოდა გაპრანჭვა. ღვინო, ხილი არ შეიტანო, წავიდოდა და სხვაგან დალევდა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რუსულ ბაზარზე „კოკა-კოლას“ პროდუქციის გაყიდვის შესახებ კი ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ეს პროდუქცია ახლაც არის რუსულ ბაზარზე.