მიხეილ სააკაშვილი რომ განსაკუთრებული პატიმარია, ეს ვინმემ არ იცის? - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„ამდენი ხანი რატომ ალოდინა საზოგადოება? ამდენი კონსულტაცია ელჩებთან, პატრიარქთან, იუსტიციის მინისტრთან იმისთვის იყო საჭირო, რომ ეს აბდაუბდა ელაპარაკა და ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია? მიხეილ სააკაშვილი რომ განსაკუთრებული პატიმარია, ეს ვინმემ არ იცის?“ - აცხადებს ბარამიძე.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კვლავ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.