მე არ ვყოფილვარ მიხეილ სააკაშვილთან საპყრობილეში და არ ვიცი, მისი გადმოსახედიდან არის თუ არა მისი უფლებები დაცული. ყოველ შემთხვევაში, მე ვხედავ, რომ პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია იყოს საჯარო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თუ ვინმეს არ აწყობს, რომ მას რამე დაემართოს და მისი ჯანმრთელობა გაუარესდეს, ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებაა და დარწმუნებული ვარ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მაინც მოუწევთ ამის გაკეთება. დღეს პრეზიდენტმაც თქვა, რომ სააკაშვილი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეც უნდა იყოს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა რიგითი მოქალაქე ამ ქვეყანაში. იმიტომ არა, რომ პერსონალურად მისი ჯანმრთელობა ვინმეს ჯანმრთელობაზე ნაკლებია. არა, უბრალოდ მის გარშემო არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამ ქვეყანაში იწვევს პოლიტიკურ კლატაკლიზმებს და ეს, საბოლოო ჯამში არ ამშვიდებს საზოგადოებას. ეს არის მთავარი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ - თუ საჭირო იქნა, უნდა გადაიყვანონ კიდეც იმ სამოქალაქო კლინიკაშიც“, - აღნიშნა იოსელიანმა.