ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი, რომელსაც მაყურებლების უმეტესობა ბინდის საგის ფილმებიდან იცნობს, დაინიშნა.
მსახიობმა თავისი პირადი ცხოვრების დეტალებზე ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
"ვქორწინდებით, ამას ნამდვილად ვაპირებთ. მინდოდა, რომ ხელი ჩემთვის ეთხოვათ და მან [დილან მეიერმა] შესანიშნავად გაართვა ამას თავი. ვქორწინდებით, ეს მართლა ხდება", — განაცხადა კრისტენ სტიუარტმა.
სტიუარტის პარტნიორი სცენარისტი დილან მეიერია, რომელსაც პირველად რვა წლის წინ შეხვდა, თუმცა ურთიერთობა 2019 წლიდან დაიწყეს.
როგორც Reuters წერს, კრისტენ სტიუარტმა 2017 წელს განაცხადა, რომ ბისექსუალია.
ამ 31 წლის ამერიკელმა მსახიობმა პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებულ ახალ ისტორიულ დრამაში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ტრაგიკული პერსონის როლი მიირგო, რომლითაც მრავალი კრიტიკოსი მას ოსკარსაც კი უწინასწარმეტყველებს.
მოკლედ, კრისტენ სტიუარტის როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია, რაც მის დიდი ხნის გულშემატკივრებს, ალბათ, ძალიან ახარებს.