უკრაინის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა ქვეყნის პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ამ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელ ტარას მელნიჩუკი ავრცელებს.

ანდრეი ტარანი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებს.