წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მუქარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოდან გაუჩინარებული მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას აპირებს. ცნობას იმის შესახებ, რომ ძებნილ ექს-სამხედრო მაღალჩინოსანს ქვეყნიდან ნამდვილად აქვს გატანილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, ქარადვას ადვოკატიც ადასტურებს. პროკურატურა ბრალდებულის ულტიმატუმს არ იღებს.