12 ცნობილი ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იცოდი, რომ ვეგანია

12 ცნობილი ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იცოდი, რომ ვეგანია

ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, ვეგანების რაოდენობა მსოფლიოში უკვე ათობით მილიონს მოიცავს. ადამიანები ცხოვრების ამგვარ სტილს სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ — ჯანმრთელობა, ეთიკური მოტივი, გარემოს დაცვა თუ სხვა. თუმცა, ყველა მათგანს ის აერთიანებს, რომ უარს ამბობენ ნებისმიერი სახის პროდუქციაზე (საკვები, სამოსი, გართობა), რომელიც ცხოველების ექსპლუატაციის შედეგია.

ვეგანებს შორის არაერთი ცნობილი ადამიანიცაა. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ — მათ, ვინც ღიად ისაუბრა საკუთარი გადაწყვეტილების მოტივსა და მიზანზე.

1. ხოაკინ ფენიქსი

ოსკაროსანი მსახიობი ბავშვობიდან ვეგანია. ფენიქსმა ცხოველთა უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-სთანაც ითანამშრომლა და კამპანიაში "დაასრულე სპეცისიზმი" ჩაერთო.

არამზადა, ეგოისტი და სასტიკი ვიყავი — ხოაკინ ფენიქსის ემოციური სიტყვა ოსკარებზე
კინოვარსკვლავმა წინათ განაცხადა, რომ ვეგანური ცხოვრების სტილი სამი წლისამ აირჩია, მას შემდეგ, რაც მან და თავისმა და-ძმებმა ნახეს, როგორ "სასტიკად ხოცავდნენ თევზებს".

"ჩემთვის აშკარა იყო, რომ ამაში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა არ მსურდა", — განაცხადა ფენიქსმა.

2. ბილი აილიში

19 წლის პოპვარსკვლავმა ბრიტანულ Vogue-თან საუბარში აღნიშნა, რომ შვიდი წელია, რაც ვეგანია. ამასთან, აილიშმა Nike-თან ითანამშრომლა ვეგანური ფეხსაცმლის გამოსაშვებად, მოგვიანებით კი ვეგანური პარფიუმერიაც გამოუშვა. იგი ასევე არ თანამშრომლობს ბრენდებთან, რომლებიც ბეწვს იყენებენ — წლევანდელ Met Gala-ზეც იმ პირობით მოირგო ოსკარ დე ლა რენტას კაბა, რომ მოდის სახლი ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყოდა.

"როცა ასეთ რამეს გაიგებ და დაინახავ, უკან დაბრუნება უკვე რთული ხდება", — აღნიშნავს მომღერალი ხორცის მწარმოებელ ინდუსტრიაზე საუბრისას, — "არ შემიძლია, ჩემი ცხოვრება ისე გავაგრძელო, რომ ვიცოდე, რა ხდება ცხოველების სამყაროში და საპასუხოდ არაფერი გავაკეთო".

3. ლიზო

კიდევ ერთი პოპმომღერალი, რომელმაც ვეგანობა გადაწყვიტა, ლიზოა. მან კვების რაციონი 2020 წელს შეიცვალა და მალევე ტიკტოკზეც დაიწყო ვეგანური რეცეპტების თავისი გამომწერებისთვის გაზიარება.

"ჩვენ იმდენად მშვენიერად გამოვიყურებით, რამდენადაც ამას ვგრძნობთ", — მიმართავს ლიზო ერთ-ერთ ვიდეოში ბულერს, — "რაც შეეხება მოძულეებს, აბა, თქვენ იცით, სილამაზის სტანდარტების ვიწრო გაგების დევნა განაგრძეთ".

4. ბენედიქტ კამბერბეჩი

მარველის ვარსკვლავმა მცენარეული დიეტის დაწყება დოქტორი სტრეინჯის როლისთვის შესაფერის ფორმაში ჩასადგომად დაიწყო. 2018 წელს მას ინტერვიუში ჰკითხეს კიდეც, თუკი ჭამდა, მაგალითად, კვერცხის ცილას, რაზეც კამბერბეჩმა უპასუხა, რომ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს მიირთმევს.

მოგვიანებით, როცა Avengers: Infinity War-ის პრომოტური დაიწყო, სინგაპურში მან საკუთარი თავი ვეგანად მოიხსენია — ადგილობრივ კერძებს იმდენადვე მივირთმევ, რამდენადაც ეს ვეგანს შეუძლიაო.

5. სტივი უონდერი

მუსიკის ლეგენდამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ 2014 წელს, გარემოს დაცვითი და საკუთარი ჯანმრთელობის საკითხების გათვალისწინებით, ვეგანი გახდა.

"უკვე ორი წელია, ვეგანი ვარ, ეს კი ჩემს სანდომიან გარეგნობას დიდად წაადგა", — განაცხადა უონდერმა, — "ვფიქრობ, ჯანსაღად კვება აუცილებელია".

მომღერალს ვეგანობის იდეა იმდენად უყვარს, რომ ჯეიმს კორდენის გადაცემაში მას სიმღერაც კი მიუძღვნა.

6. პიტერ დინკლიჯი

სანამ 2014 წელს ვეგანი გახდებოდა, დინკლიჯი 15 წლის განმავლობაში ვეგეტარიანელი იყო. სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავმა 2012 წელს ასევე ითანამშრომლა PETA-სთან ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში.

"ფერმებში ცხოველები ტკივილსა და შიშს ისევე გრძნობენ, როგორც ის ცხოველები, სახლში რომ გვყავს", — განაცხადა მსახიობმა, — "ხორცისა და კვერცხის პროდუქტების შეძენით სისასტიკეს აფინანსებთ".

7. ელიოტ პეიჯი

PETA-მ პეიჯი 2014 წელს ყველაზე მიმზიდველ ვეგანებს შორისაც კი დაასახელა. Umbrella Academy-ის ვარსკვლავს კი ვეგანობის იდეა არაერთხელ დაუცავს.

"რატომ დასცინიან ვეგანებს მაშინ, როცა ფერმებში არაადამიანური პროცესი ცხოველებსა და ცოცხალ სამყაროს ფართო მოხმარების საქონლად აქცევს და სარგებლისთვის იყენებს?", — სვამს რიტორიკულ შეკითხვას პეიჯი.

8. პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი უკვე ათწლეულებია, ვეგანია და ამაზე ღიად საუბრობს. ამის გამო მან პოპულარულ Ice Bucket Challenge-ში ჩართვაზეც კი უარი განაცხადა, როცა შეიტყო, რომ კამპანიის ორგანიზატორი ALS Association ცხოველებზე ცდიდა თავის პროდუქციას.

სანაცვლოდ მსახიობი და მოდელი PETA-ის არაერთ კამპანიაში გამოჩენილა. რამდენიმე თვის წინ, ვეგანობის სარგებლის ახსნას ანდერსონმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტიც მიუძღვნა.

9. სია

ავსტრალიელმა მუსიკოსმა 2014 წელს განაცხადა, რომ ვეგანი გახდა. თუმცა, ჯერ კიდევ 2010 წელს იგი ჩართული იყო PETA-ის მიერ ორგანიზებულ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში.

2019 წელს სიას ანიმაციური პროტოტიპი Scooby Doo and Guess Who?-შიც გამოჩნდა და შეგისა და სკუბის საგანგებოდ მოუმზადა ვეგანური სენდვიჩები.

10. ნატალი პორტმანი

ამერიკელი მსახიობი თავის გარეგნობას ვეგანური დიეტის შედეგად მიიჩნევს.

"როცა ვეგანი გავხდი, კანი გამიუმჯობესდა", — ამბობს პორტმანი. კინოვარსკვლავი იქვე აღნიშნავს, რომ თავისი საყვარელი ვეგანური კერძებია შემწვარი კარტოფილი და გვაკამოლე, ფენოვანი ცომის ორცხობილები და შვრიის რძით მომზადებული კაპუჩინო.

11. ტობი მაგუაირი

ადამიანი ობობას ვარსკვლავი ვეგეტარიანელი 1992 წელს გახდა, 2019 წელს კი ვეგანური დიეტაც დაიწყო. ამასთან, იგი ტყავის არათუ გამოყენებაზე, შეხებაზეც კი უარს ამბობს.

"ჩემთვის ეს რთული საერთოდ არ ყოფილა", — განაცხადა მაგუაირმა 2008 წელს, — "ხორცის ჭამის სურვილი ისედაც არასდროს მქონია. ის კი არა, ბავშვობაში ძალიანაც ვჭირვეულობდი, როცა ხორცს მაჭმევდნენ".

12. ბრაიან მეი

მეი ერთ-ერთი ყველაზე ახალბედა ვეგანია ვარსკვლავებიდან. Queen-ის გიტარისტმა ცხოვრების სტილი 2020 წელს შეიცვალა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ცხოველების ჭამას უკავშირდება.

"ვეგანობა, უბრალოდ, გადავწყვიტე", — ამბობს მუსიკოსი, — "მგონი, დროა, ჩვენი სამყარო იმგვარად გადავაფასოთ, რომ სხვა სახეობებს აღარ ვჩაგრავდეთ".