მსოფლიო ლიდერები პირობას დებენ, რომ 2030 წლისთვის ტყეების განადგურება დასრულდება

მსოფლიო ლიდერები პირობას დებენ, რომ 2030 წლისთვის ტყეების განადგურება დასრულდება

კლიმატთან დაკავშირებული სამიტის (COP26) ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი თანხმდება და პირობას დებს, რომ 2030 წლისთვის, მსოფლიოში ტეების გაჩეხვა და განადგურება დასრულდება, - ამის შესახებ BBC წერს.

დოკუმენტის ხელმომწერთა შორისსა ბრაზილიაც, სადაც დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტყეა. ამ მიზნის მისაღწევად, შეთანხმება ითვალისწინებს თითქმის $19.2 მილიარდის ოდენობის სახელმწიფო და კერძო სახსრების მობილიზებას.

ექსპერტები ამ ნაბიჯს მიესალმებიან, თუმცა, იქვე, დასძენენ, რომ 2014 წლის შეთანხმებამ „ვერ შეანელა ტყეების განადგურება“ და საჭიროა წლების წინ აღებული ვალდებულებების შესრულება.

დოკუმენტის ხელმოწერაზე თანხმობა უკვე საჯაროდ გამოთქვა კანადამ, ბრაზილიამ, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდონეზიამ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა.

შეთანხმებას ხელი დღეს უნდა მოეწეროს. ხელმომწერ ქვეყნებზე მსოფლიოს ტყის საფარის 85% მოდის.

 

Katana "2030 წლისთვის, მსოფლიოში ტეების გაჩეხვა და განადგურება დასრულდება"
აჰა, ე.ი. ამ დროისთვის მთლიანად მოუღებენ ბოლოს ტყეებს, ხომ? :)
2 წლის უკან