პარიზში, რკინიგზის უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაანეიტრალეს კაცი, რომელიც მათ ცივი იარაღით ემუქრებოდა

პარიზში, რკინიგზის უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაანეიტრალეს კაცი, რომელიც მათ ცივი იარაღით ემუქრებოდა

პარიზში, რკინიგზის უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაანეიტრალეს კაცი, რომელიც მათ ცივი იარაღით ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 1-ელ ნოემბერს საღამოს სენ-ლაზარის რკინიგზის სადგურზე მოხდა. რკინიგზის უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი იძულებული გახდა, კაცისთვის ესროლა, რომელიც მათ დანით დაემუქრა.

გარდა ამისა, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი ყვიროდა: „ალაჰ აქბარ. საფრანგეთს „ისლამური სახელმწიფო“ მართავს“.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მძიმედ დაჭრილია.