ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2021 წლის მთავარი სიტყვა დაასახელა

ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2021 წლის მთავარი სიტყვა დაასახელა

ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2021 წლის მთავარ სიტყვად Vax-ი დაასახელა. Vax-ი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ზმნის, არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შემოკლებული ვარიანტია.

„ეს სიტყვა, რომელიც გასულ წელს ჩვენი ტექსტების კორპუსში შედარებით იშვიათი იყო, 2021 წლის სექტემბრისთვის 72-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. მისგან უამრავი ფორმა წარმოიქმნა, რომელიც დღეს დიდი რაოდენობით არაფორმალურ კონტექსტში გვხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული სიტყვის გამოყენების მაგალითები შემდეგია: vax site - ვაქცინაციის ადგილი, fully vaxxed - სრულად ვაქცინირებული, vax card - ვაქცინაციის ბარათი და ა.შ.

„არცერთი სხვა სიტყვა არ ასახავს გასული წლის ატმოსფეროს უკეთესად, ვიდრე Vax-ი“, - აღნიშნულია განცხადებაში.