ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, მას შემდეგ, რაც, შემთხვევით, გადასაღებ მოედანზე ოპერატორი მოკლა, პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა, - ამის შესახებ BBC წერს.
„ის ჩემი მეგობარი იყო. იმ დღეს, როცა სანტა-ფეში ჩავედი და გადაღებები დავიწყეთ, მე ის ვახშამზე წავიყვანე ჯოელთან ერთად. ძალიან, ძალიან კარგად შეკრული გუნდი ვიყავით და მერე, ეს საშინელება მოხდა“, - თქვა მან.
ბოლდუინი ამბობს, რომ ის, რაც გადასაღებ მოედანზე მოხდა, უიშვიათესია. „ესაა ტრილიონიდან ერთი ეპიზოდი“.
ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით მოკლა. დაჭრილი რეჟისორი ჯოელ სოუზა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.